სტრატეგია აღმაშენებელი ვალდებულად თვლის თავს შეცვალოს დამსხვრეული ოცნებების პარტია და გახადოს ქართველი ხალხის ცხოვრება უკეთესი. ჩვენი კამპანია ძალას იკრეფს , უფრო და უფრო მეტი ხალხი უერთდება ჩვენს ბრძოლას, ჩვენ ყოველ დღე ვიღებთ მხარდაჭერას თქვენნაირი ადამიანებისგან და ეს სიხარულითა და სიამაყით გვავსებს.
იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტ ჩვენს თანამემამულემდე მივიდეთ, გავუზიაროთ ჩვენი გეგმა საქართველოს აღმშენებლობის შესახებ, ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა. ჩვენ არ ვართ მდიდრები, არ გვაქვს ის ფული რაც ქართულ ოცნებას, და არც ის დაფინანსების მექანიზმები რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს გააჩნიათ.
ამიტომ,ბრძოლისუნარიანები რომ ვიყოთ, გვჭირდება თანხები რათა დავბეჭდოთ ფლაერები და პოსტერები, შევიძინოთ ფეისბუქ რეკლამები, გადავიხადოთ სატელეფონო ზარების გადასახადები.
ვიცით, რომ ახლა რთული დროა დახმარების სათხოვნელად და გვესმის თუ ვერ შეძლებთ დონაციას. თუმცა, სულ მცირე შემოწირულობაც კი მნიშვნელოვანია ჩვენი კამპანიისთვის. თითოეულ ლარსაც კი შეუძლია მოახდინოს ცვლილება და დიდი წვლილი შეიტანოს ჩვენს კამპანიაში. ჩვენ ღრმად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას.
წინასწარ გიხდით მადლობას!
გიორგი ვაშაძე